GE

განათლების გამოფენა - 2015

02 მარტი 2015

27-28 თებერვალს ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში განათლების საერთაშორისო როგით მეხუთე გამოფენა გაიმართა, სადაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების მსვლელობისას პავილიონს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი ეწვია.

განათლების გამოფენით დაინტერესებულ აბიტურიენტებსა და სხვა სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად დაესვათ შეკითხვები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სკოლებისა და ფაკულტეტების წარმომადგენლებისათვის და დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი სტენდები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ყველა მიმართულება.

27 თებერვალს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტებმა ნომინაციაში "ყველაზე ინოვაციური და ყველაზე ინტერაქტიული სტენდი" გაიმარჯვეს.