GE

განათლების საერთაშორისო გამოფენა

14 თებერვალი 2014

დღეს ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების მსვლელობისას პავილიონს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი ეწვია. განათლების გამოფენით დაინტერესებულ აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ პირადად დაესვათ შეკითხვები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სკოლებისა და ფაკულტეტების წარმომადგენლებისათვის და დაეთვალიერებინათ ჩვენ მიერ წარმოდგენილი სტენდები.

გამოფენაზე წარმოდგენილია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ყველა მიმართულება. დღეს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, ჩვენმა უნივერსიტეტებმა გაიმარჯვეს ნომინაციებში „ყველაზე ინოვაციური და ყველაზე ინტერაქტიული" სტენდი.

განათლების გამოფენა 15 თებერვალს, საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.