GE

განგრძობადი იურიდიული განათლების მე-4 ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში

10 ნოემბერი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტისა (JILEP) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით,

2014  წლის 29-30  ნოემბერს, თბილისში, გაიმართება

განგრძობადი იურიდიული განათლების მეოთხე ეროვნული კონფერენცია

ბიზნეს სამართალში

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს.

კონფერენციის მონაწილეებს შეუძლიათ ჩამოთვლილთაგან აირჩიონ მათთვის საინტერესო ოთხი სესია:

  • საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტში: პრობლემები და სასამართლო პრაქტიკა 
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეჟიმი: რისკები და გამოწვევები
  • დელიქტური პასუხისმგებლობის სამართლის სისტემა ქართულ სამართალში და სასამართლო პრაქტიკა
  • საერთაშორისო ბიზნეს ხელშეკრულებების მოლაპარაკება და დადება საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის ფონზე
  • შეჯიბრებითობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში: ცვლილებების პროექტის განხილვა
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული ასპექტები საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში
  • დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისა და საკონტროლო პასკეტის დაუფლებისას: შედარებითსამართლებრივი ანალიზი 
  • გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და იძულებითი აღსრულების კოლიზიური საკითხები

 

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.

ინფორმაცია წინა წლებში ჩატარებული განგრძობადი იურიდიული განათლების კონფერენციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე.

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება თანადაფინანსების გათვალისწინებით შეადგენს მხოლოდ 99 ლარს, რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს: დასწრება 4 სესიაზე, სესიის მასალები, ყავის შესვენებები და ლანჩი (სრული 2 დღის მანძილზე).

მონაწილეობის წინაპირობები:

კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის საფუძველზე 2014 წლის  25 ნოემბრის ჩათვლით (რეგისტრაციამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დღის წესრიგს).  

N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებლობის შემთხვევაში შერჩევა მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ (იხ. საბანკო რეკვიზიტები)

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ნინო ბალანჩივაძე, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი, n.balanchivadze@freeuni.edu.ge