GE

განსაკუთრებული ლექცია კორეაზე

27 ოქტომბერი 2015

26 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა "განსაკუთრებული ლექცია კორეაზე".

ლექცია კორეის საგარეო პოლიტიკის შესახებ წაიკითხა იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, სოგანგის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების კვლევის ინსტიტუტის დეკანმა, ბატონმა ჯე ჩუნ კიმმა. ლექციის ფარგლებში მიმოიხილა კორეის საგარეო საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ევოლუციას 1953 წლიდან დღემდე - განსაკუთრებული აქცენტით დღეს განვითარებულ მოვლენებსა და პროცესებე, ხოლო ჩრდილეოთ კორეის პერმანენტული საფრთხე და მისი შედეგების შემცირების მაგალითი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მეორე ლექცია წაიკითხა კეიმიონგის უნივერსიტეტის ადამსის კოლეჯის დეკანმა, ბატონმა ჯუნგსუ სემ. ლექციის მთავარი თემა იყო კორეის ეკონომიკური განვითარება - იმისთვის, რომ მსოფლიოს ყვლეაზე განუვითარებული ქვეყანა გადაქცეულიყო მსოფლიოს სიდიდით მეცხრე ექსპორტიორად კორეას დასჭირდა სულ რაღაც 60 წელი. ლექციის ფარგლებში პროფესორმ სე განხილია 1950-იანი წლების იმპორტის ჩანაცცვლების პოლიტიკა, 60-იანი წლების ექსპორტის მხარდაჭერის პოლიტიკა და 2000 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.