GE

გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები

14 დეკემბერი 2018

17 დეკემბერს 17:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა), არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სამართლის სკოლისა და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებთან. შეხვედრის სახელწოდებაა "გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები".

PHR 2012 წლიდან აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის იურისტები ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ის ვალდებულებები, რასაც სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს, ასევე, ის თუ რა მექანიზმებით ხდება სექსუალური შევიწროების სამართალწარმოება და რეგულირება საქართველოში; რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული სტატისტიკა და როგორ მუშაობს სახელმწიფო ამ მიმართულებით. აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრის მიზანია სტუდენტები გაეცნონ გენდერული სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ სირთულეებს.

დასწრება თავისუფალია.