გია დვალის ლექცია ჩატარდა კამპუსში
07 აგვისტო 2024
ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის (ICPS 2024) ფარგლებში 5 აგვისტოს კახა ბენდუქიძის კამპუსში გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა გია დვალმა წაიკითხა ლექცია თემაზე: What is Gravity? - Black Hole Demystification.
გია დვალი ქართველი თეორიტიკოსი ფიზიკოსია. ის არის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი, მიუნხენის მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ვერცხლის პროფესორის ტიტულს. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სიმების თეორიას, დამატებით განზომილებებს, კვანტურ გრავიტაციას და ადრეულ სამყაროს. დვალი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ნაწილაკების ფიზიკის დარგში.
During the International Conference of Physics Students (ICPS 2024) held on August 5th at the Kakha Bendukidze Campus, the distinguished Georgian scientist Gia Dvali delivered an insightful lecture entitled 'What is Gravity? - Black Hole Demystification.' The event highlighted Dvali's profound contributions to the field of theoretical physics.
Gia Dvali is a Georgian theoretical physicist. He is a professor of theoretical physics at the Ludwig Maximilian University of Munich, a director at the Max Planck Institute for Physics in Munich, and holds a Silver Professorship Chair at the New York University. His research interests include String theory, Extra dimensions, Quantum gravity, and the Early universe. Dvali is considered to be one of the world's leading experts in the field of particle physics.