GE

გია დვალის მორიგი შეხვედრა ფიზიკის სკოლის სტუდენტებთან

25 იანვარი 2017

კამპუსს ნიუ იორკის და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტების პროფესორი, მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი და თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი გია დვალი კიდევ ერთხელ ესტუმრა და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის წარჩინებულ, მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებს შეხვდა.

გადაწყდა, რომ სტუდენტები ჩაერთვებიან ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში გია დვალთან და მის კოლეგებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტები არიან, მათგან უმეტესობა უკვე ჩართულია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

უახლოეს მომავალში პროფესორი დვალი სტუდენტების აღნიშნულ ჯგუფთან რამდენიმე სპეციალურ სამუშაო შეხვედრას გამართავს.

ასევე, დაიგეგმა დაიწყოს მუშაობა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის ერთობლივი სამეცნიერო აქტივობების და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისთვის.