GE

გია დვალის საჯარო ლექცია

29 ივლისი 2013

პარასკევს, 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტებისთვისა და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს გია დვალი.

ლექციის თემა: მიკრო და მაკრო კოსმოსი 21-ე საუკუნეში.
ადგილმდებაროება: საკონფერენციო დარბაზი (201-ე აუდიტორია)

მისამართი: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი), დავით აღმაშენებლის მე-13 კმ.
დასწრება თავისუფალია.


გია დვალის შესახებ
გია დვალი გახლავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში და მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი მიუნხენში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.
ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ.