GE

გია დვალისა და ზაალ კოკაიას საჯარო ლექცია

23 დეკემბერი 2013

ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, 15:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ერთობლივ საჯარო ლექციას წაიკითხავენ თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში, გია დვალი და ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი ექსპერიმენტულ სამედიცინო კვლევაში და ამავე უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ზაალ კოკაია.

2013 წლიდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გამორჩეული პროფესორის წოდებას ანიჭებენ მეცნიერებს, რომლებსაც უნივერსიტეტების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.
18 ნოემბერს, ბატონმა გია დვალმა მიიღო თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის წოდება.
25 დეკემბერს ეს წოდება ბატონ ზაალ კოკაიას მიენიჭება.
გია დვალის და ზაალ კოკაიას ერთობლივი ლექციის თემა: სამყაროსა და ტვინის განვითარება / ევოლუცია.
ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებილის #240 / საკონფერენციო დარბაზი