GE

გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი

19 აპრილი 2023

გიგა ბედინეიშვილს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანს, 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს როგორც საინვესტიციო ბანკირს/კაპიტალის ანალიტიკოსს (Salomon Brothers/Citi) და კერძო კაპიტალის ფონდების მმართველს (Salford Capital Partners, DCM Decometal, Georgia Regional Development Fund). სხვადასხვა დროს მას აღმასრულებელი დირექტორის და ვიცე-დირექტორის, ბიზნესის განვითარების დირექტორის და ფინანსური დირექტორის პოზიციები ეკავა მსხვილ კომპანიებში (TBC ბანკი, RJ Reynolds, Growth Trend Partners).

გიგა კარიერის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართული, ამერიკული, ავსტრიული, ალბანური, სამხრეთ აფრიკული, ავსტრალიური და აზერბაიჯანული საჯარო და კერძო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს, საინვესტიციო და რისკის კომიტეტების წევრი და თავმჯდომარე ყოფილა/არის. ეს კომპანიები ათობით სხვადასხვა დარგში მოღვაწეობენ. გიგას მანდატი ხშირად მათ ტრანსფორმაციას, და ზოგჯერ კი, რეაბილიტაციას მოიცავდა.

მოყოლებული 1990-იანი წლებიდან გიგას მიღებული პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება სასწავლო აუდიტორიაში შეაქვს და ბოლო წლებში, როგორც დეკანმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურიკულუმშიც მაქსიმალურად ასახა. მისი რწმენაა, რომ ბიზნესის წარმატებული ადმინისტრატორი არა მხოლოდ კომპანიის სხვადასხვა ფუნქციის ზედმიწევნით ცოდნით გამოირჩევა, არამედ ასევე კომპანიას ინვესტორის თვალით უყურებს და მისი ღირებულების მდგრადი, გრძელვადიანი ზრდითაა დაკავებული. ეს მიდგომა ბიზნესის სკოლის სწავლების მეთოდებშია ინტეგრირებული.

გიგამ 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ხოლო 1994 წელს ბერკლის უნივერსიტეტის (University of California, Berkeley) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა დაამთავრა. ბერკლიში სასწავლებლად 1992 წელს გიგამ საქართველოში პირველმა მოიპოვა ამერიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ედმანდ მასკის სტიპენდია.

Giga Bedineisvhili