GE

გიორგი ბახტაძემ საუკეთესო დებიუტის სიგელი მიიღო

17 თებერვალი 2016

გიორგი ბახტაძემ კვლევისთვის, "პულსარის ქარი" - საუკეთესო დებიუტის სიგელი მიიღო.
 
გიორგი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პირველ კურსზეა. ის ჯერ ზოგად განათლებას იღებს და საფუძვლიანად ფიზიკის სწავლაც არ დაუწყია, თუმცა, მან ხელი მოკიდა ურთულეს ამოცანას, რომელიც დღემდე ბოლომდე გადაუჭრელია და უამრავი მეცნიერი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ცდილობს ახსნას - რა მექანიზმებია ე.წ. პულსარის ქარის უკან.
 
გარკვეული მოდელის ფარგლებში გიორგიმ რიცხვითი კოდი დაწერა და შეეცადა დაესაბუთებინა, რომ პულსარის ტრიალის შედეგად პლაზმის ნაწილაკები გაიტყორცნება კოსმოსურ სივრცეში. აჩვენა ისიც, რომ გარკვეული არეებიდან ნაწილაკები ვერასოდეს გამოვლენ პულსარის მაგნიტოსფეროდან და მუდმივად დარჩებიან მის შიგნით.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორების შეფასებით კვლევაში ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი ვიზუალიზაცია - ფორმულებით და კოდით, რომელიც თავად გიორგიმ დაწერა.