GE

გიორგი ბახტაძის მორიგი წარმატებული სამეცნიერო კვლევა

17 სექტემბერი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტმა გიორგი ბახტაძემ განახორციელა უკვე მეორე სამეცნიერო კვლევა მაღალი ენერგიების ასტროფიზიკის დარგში (პირველი ნაშრომი დაბეჭდილია სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Modern Physics D).
 
გიორგის ახალ კვლევაში შესწავლილია დამაგნიტებულ მბრუნავ მაგნიტოსფეროში დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის 3D-დინამიკა იზოტროპული ფოტონური ხახუნის პირობებში. ნაშრომი გაგზავნილია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. ასევე, მისი ნახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივშიც.
 
გიორგი პირველი კურსიდან ჩაერთო თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიმდინარე კვლევით საქმიანობაში და მიღებული სამეცნიერო შედეგები "ცოდნის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით 2016 (მალტა) და 2018 (ჰელსინკი) წლებში ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.
 
თავისუფალი უნივერსიტეტი ულოცავს გიორგის სამეცნიერო მოღვაწეობაში გადადგმულ ამ სერიოზულ ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.