გიორგი კოდუას საჯარო ლექცია: "HUB Georgia - იდეიდან რეალობამდე"
28 ოქტომბერი 2019
30 ოქტომბერს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #113) თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია-დისკუსია: "HUB Georgia - იდეიდან რეალობამდე".
საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იყოს რეგიონული მიზიდულობის ცენტრი. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ ბუნებრივი ცივილიზაციათა გზაჯვარედინი, რასაც HUB Georgia-ს იდეის რეალობად გადაქცევა შეუძლია. ლექციაზე მომხსენებელი გიორგი კოდუა ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის საჭირო საქართველოს HUB-ად გადაქცევისათვის.
დასწრება თავისუფალია