გიორგი მეგრელიძე მაქსის ალუმნების სტიპენდიანტი გახდა
06 დეკემბერი 2022
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულების დაწესებული სტიპენდიის გამარჯვებულია ამავე პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, გიორგი მეგრელიძე გახდა.
გიორგი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს მაქსის ალუმნების სტიპენდიას, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 1 000 ლარს.
სტიპენდიის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებს შორის კარგი აკადემიური მოსწრების დამატებით წახალისება. ფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე კურსელი სტუდენტისთვის კარიერულ შესაძლებლობებსა და აკადემიურ განვითარებას შორის გადაწყვეტილების მიღებისას, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არჩევანის გასაკეთებლად.
მაქსის ალუმნების სტიპენდიაზე დარეგისტრირდა 15 სტუდენტი. გასაუბრებისათვის შეირჩა 7 სტუდენტი, რომლებიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს. სტიპენდიის დამფუძნებლების მიერ ჩატარებული გასაუბრებების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.
MACS[E] სტიპენდიის დამფუძნებლები არიან არიან კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულები:
- ირაკლი ფოფხაძე, მუშაობს Facebook-ის ლონდონის ოფისში
- დავით მაღალთაძე, მუშაობს Microsoft-ის სიეტლის ოფისში
- თამუნა გელდიაშვილი, მუშაობს Amazon-ის ბერლინის ოფისში
- ელენე კავთელაძე, მუშაობს Amazon-ის მადრიდის ოფისში
- გიორგი ხოსროშვილი, მუშაობს Google-ის მიუნხენის ოფისში
- გიორგი ცერცვაძე, მუშაობს Facebook-ის ლონდონის ოფისში
- ლაშა ლაკირბაია, მუშაობს Google-ის მაუნთინ-ვიუს ოფისში
- გიორგი ქოჩაკიძე, მუშაობს Microsoft-ის ტალინის ოფისში
კურსდამთავრებულთა მხარდაჭერით მაქსის სტიპენდია წელს უკვე მესამედ გამოცხადდა.
მსგავსი სიახლეები
06 თებერვალი 2018
გიორგი გულიაშვილი Facebook-ში ლონდონის ოფისში იწყებს მუშაობას
21 დეკემბერი 2018
ირაკლი ფოფხაძე Facebook-ში, ლონდონის ოფისში იმუშავებს
06 ნოემბერი 2018
ლაშა ლაკირბაია დღეიდან Google-ში იმუშავებს
19 ივლისი 2022
ალექსი შატბერაშვილმა მუშაობა Apple-ში დაიწყო
11 აგვისტო 2023