GE

გიორგი მელაშვილი კორეაში გაემგზავრება

01 აპრილი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კორეული მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი გიორგი მელაშვილი კორეულ მეცნიერებათა აკადემიაში საზაფხულო პროგრამით მიემგზავრება.

პროგრამის ფარგლებში გიორგი გააუმჯობესებს კორეული ენის ცოდნას, ისწავლის პოლიტიკურ და საერთაშორისო მეცნიერებებს და კორეის ეკონომიკური წარმატების საკითხებს.

სტუდენტის ცხოვრებისა და სწავლის ხარჯებს სრულად ფარავს კორეული მხარე.

უნივერსიტეტი ულოცავს გიორგის!