გიორგი მშვენიერაძის საჯარო ლექცია: "როგორ გავათავისუფლოთ სასამართლო"
03 ნოემბერი 2022
კახა ბენდუქიძის კამპუსში გიორგი მშვენიერაძის საჯარო ლექცია „როგორ გავათავისუფლოთ სასამართლო“ ჩატარდა.
საჯარო ლექციაზე განხილული იყო მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: მოსამართლეების ინდივიდუალური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია, ასევე, ის ფაქტორები და რეგულაციები, რომლებიც ხელს უწყობენ „კლანური“ მმართველობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ამავდროულად, წარმოდგენილი იყო რამდენიმე ინიციატივა არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ღონისძიება ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით.