GE

იორგი შელია ESADE-ში, Master of Business Administration პროგრამაზე სწავლობს

03 მაისი 2021

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, გიორგი შელია ამჟამად სწავლობს ESADE-ში (ესპანეთი) Master of Business Administration პროგრამაზე, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს სკოლაა, განსაკუთრებით კი Entrepreneurship და Digital Business Transformation-ის მიმართულებით. აღნიშნულ პროგრამაზე ჩაბარებისას გიორგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანდიდატი იყო და Extraordinary Candidate Scholarship-ის მფლობელი გახდა.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას სტუდენტების რეიტინგებში მაღალ პოზიციებზე ყოფნის გამო, გიორგის სწავლის გასაგრძელებლად ჰქონდა შეთავაზებები ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებისგან:

- The Kellogg School of Management at Northwestern University
- University of California, Berkeley
- Duke University
- Emory university
- Cornell University
- The University of Chicago Booth School of Business
- University of Virginia Darden School of Business
- Georgetown University
- London Business School
- Imperial College London
- HEC Paris
- Bocconi University
- China Europe International Business School (CEIBS)

საბოლოოდ, გიორგიმ სწავლის გაგრძელება UT McCombs-ში (University of Texas, McCombs School of Business) არჩია. მას სამომავლოდ ციფრულ სამყაროში Consumer Behaviour-ის კვლევა აინტერესებს და UT McCombs-ის პროგრამა ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანია. თვითონ ქალაქი კი სილიკონ ველის შემდეგ მეორე მთავარ Tech Hub-ად ითვლება.
„მგონია, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ძალიან გამიმართლა.

ჩვენთან [თავისუფალ უნივერსიტეტში] პირველად გავიაზრე, რომ ყველა სიკეთე, რაც არსებობს ამ ქვეყანაზე უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც ცოდნით, შრომითა და თავისუფლებით სიკეთეს თესავს.
ოდნავ მოგვიანებით მოვხვდი სკოლაში [ESADE], სადაც ასწავლიან, რომ რაც არ უნდა კარგად აკეთებდე რამეს ცხოვრებაში, ყოველთვისაა სივრცე აკეთო ის უკეთ.

გზის ბოლოს კი მივადექი უნივერსიტეტს [UT McCombs], სადაც მომავლის მთავარი ეპიცენტრი ადამიანია. საბოლოო ჯამში ხომ ყველაფერი რაც არ უნდა ისწავლო, სადაც არ უნდა წახვიდე, რა სიკეთეებსაც არ უნდა უმიზნებდე ცხოვრებაში კარგავს აზრს, თუ კარგავ ადამიანს.

Giorgi Shelia