GE

გიორგი სხირტლაძე სწავლას იტალიაში გააგრძელებს!

20 სექტემბერი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის სტუდენტი გიორგი სხირტლაძე ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Politecnico di Torino, ტურინი, იტალია) კომპიუტერულ ინჟინერიას შეისწავლის.
 
აღნიშნული უნივერსიტეტი ამ მიმართულებით მთელ მსოფლიოში მე-40, ხოლო ევროპაში მე-10 ადგილზეა.
 
გიორგის მსოფლიო და ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადებზე მიღებული ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებისთვის, ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს სწავლის საფასურს.
 
ასევე, უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სპეციალური გამოცდების შედეგების მიხედვით გიორგიმ მოიპოვა წლიური შიდა სტიპენდიაც, რომელიც მხოლოდ 17 გამორჩეული სტუდენტისთვის არის განკუთვნილი.