GE

გიორგი ჭანტურია გერმანიის აახენის რეინ-ვესტფალის ტექნიკური უნივერსიტეტში ჩაირიცხა!

15 ივნისი 2018

"თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებული გიორგი ჭანტურია სრული დაფინანსებით ჩაირიცხა გერმანიის აახენის რეინ-ვესტფალის ტექნიკური უნივერსიტეტის (RWTH Aachen University) სამაგისტრო პროგრამაზე.

გიორგი ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში ჩაერთო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში და საკუთარი კვლევის წინასწარი შედეგები ჯერ 2015 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე (ზაგრები) წარადგინა, ხოლო 2017 წელს მისი ნაშრომი დაიბეჭდა პრესტიჟულ ამერიკულ ჟურნალში (Physics of Plasmas) და მისინახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივშიც.

2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, გიორგიმ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა.

სექტემბრიდან კი მისი სურვილის შესაბამისად მსოფლიოს ერთერთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას."