GE

გიორგი ჭანტურიას სამი წამყვანი გერმანული უნივერსიტეტი იწვევს

20 ივლისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულ გიორგი ჭანტურიას ერთდროულად გერმანიის სამი უნივერსიტეტი იწვევს სამაგისტრო პროგრამაზე.

რამდენიმე დღის წინ მან შემოთავაზება აახენის რეინ-ვესტფალის ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიიღო , ხოლო დღეისათვის მას უკვე ფრიდრიხ ვილჰელმის რაინის (ბონი) და ლაიბნიცის (ჰანოვერი) უნივერსიტეტებიც იწვევს.

სამივე უნივერსიტეტი გერმანული უნივერსიტეტების რეიტინგების მიხედვით ტოპ ათეულში შედის.

გიორგი ჭანტურია თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტია , რომელმაც ფიზიკის სკოლა 2017 წელს უმაღლესი ქულებით დაამთავრა და ამავე წელს მან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა.

სწავლის პერიოდში გიორგი აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო მოღვაწეობაში, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი პრესტიჟულ ამერიკულ ჟურნალში და მოხსენებებით გამოვიდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე.