GE

გიორგი წერეთელი ერთი სემესტრით ზელონა გორას უნივერსიტეტში იმყოფებოდა

24 ივლისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი წერეთელი ერთი სემესტრის განმავლობაში პოლონეთში, ზელონა გორას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
 
ვიზიტი დაფინანსდა ერასმუს+ პროგრამის ხელშეკრულების ფარგლებში რომელიც რამდენიმე წლის წინ გაფორმდა.
 
გიორგი თავისუფალი უნივერსიტეტის უკვე მეხუთე სტუდენტია, რომელმაც წარმატებით გაიარა ზელონა გორას უნივერსიტეტის სასწავლო კურსები.
 
გიორგი წერეთელი ჯერ კიდევ მეორე კურსიდან ჩაერთო კვლევით მუშაობაში. ამ კვლევის წინასწარი შედეგები გიორგიმ ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.