GE

გიორგი წერეთელი პოლონეთში გაემგზავრება

08 თებერვალი 2018

10 თებერვალს, ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი - გიორგი წერეთელი მიემგზავრება პოლონეთში, ზელონა გორას უნივერსიტეტში, ერთი სემესტრით სასწავლებლად. ვიზიტი ფინანსირდება ერასმუს+ პროგრამით. შესაბამისი ხელშეკრულება ჩვენს უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა რამოდენიმე წლის წინ და გიორგი მეხუთე სტუდენტია, რომელიც ამ პროგრამით სარგებლობს. 

პროგრამის ინიციატორია პროფესორი გოგი მელიქიძე, რომელიც არის ზელონა გორას უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში და იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლასთან. 

ზელონა გორას უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტის მსგავსად არის ახალი და მოკლე პერიოდში, ასევე დიდ წარმატებებს მიაღწია. კერძოდ, გასულ წელს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს ჰქონდა საუკეთესო მაჩვენებელი სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირების ინდექსით, პოლონეთის უნივერსიტეტებს შორის.
 
ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი მიმართულება არის ასტროფიზიკა, რითაც დაინტერესებულია გიორგი წერეთლი.