GE

გიორგი წერეთლის კვლევა Physica Scripta-მა მიიღო გამოსაქვეყნებლად

14 ოქტომბერი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტის, გიორგი წერეთლის კვლევა საერთაშორისო რეფერირებადმა სამეცნიერო ჟურნალმა Physica Scripta-მ მიიღო გამოსაქვეყნებლად.

გიორგიმ ანალიზურად და რიცხობრივად შეისწავლა მეორე სიბლანტის კოეფიციენტის გავლენა ჰიდროდინამიკურ დინებებში აღძრულ ე.წ. წანაცვლებით არამოდალურ არამდგრადობებზე.

გიორგიმ ამ კვლევის წინასწარი შედეგები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.

ნაშრომის ნახვა შესაძლებელია ამ მბულზე, სადაც ასევე გაეცნობით თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტთა მიერ წარმოებულ სხვა ნაშრომებსაც