GE

გიორგი წერეთლის მორიგი წარმატება

13 მარტი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი წერეთელი ჯერ კიდევ მეორე კურსიდან ჩაერთო კვლევით მუშაობაში და ერთ-ერთი საინტერესო ამოცანა განიხილა.
 
კერძოდ, გიორგიმ ანალიზურად და რიცხობრივად შეისწავლა ე.წ. მეორე სიბლანტის კოეფიციენტის გავლენა ჰიდროდინამიკურ დინებებში აღძრულ არამდგრადობებზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ჩაატარა შესაბამისი ანალიზი.  ეს ნაშრომი გაგზავნილია საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში.
 
 
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ წინასწარი კვლევის შედეგები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.
 
გიორგი ამჟამად ერთი სემესტრით იმყოფება პოლონეთში, ზელონა გორას უნივერსიტეტში. მისი ვიზიტი ფინანსდება ერასმუს პლუს პროგრამით.
 
თავისუფალი უნივერსიტეტი გიორგი წერეთელს ულოცავს სამეცნიერო ასპარეზზე გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.