გოგი მელიქიძის შეხვედრა ფიზიკის სკოლის სტუდენტებთან
17 თებერვალი 2016
ფიზიკის სკოლის სტუდენტებს - გუგა მიქაბერიძეს, თორნიკე ღუტიშვილისა და გიორგი ჭანტურიას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ზიელონა გორას უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრნენ ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, გოგი მელიქიძე შეხვდა და ახალბედა ფიზიკოსებს რჩევები მისცა.
გოგი მელიქიძე სწორედ ზიელონა გორას უნივერსიტეტში მოღვაწეობს და თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსულმა კამპუსში საჯარო ლექციაც წაიკითხა.
გასული წლის შემოდგომაზე თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და პოლონეთის ზიელონა გორას უნივესიტეტმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
დოკუმენტი ითვალისწინებს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტების მივლინებას ზიელონა გორაში სასწავლებლად მომავალ საგაზაფხულო სემესტრში.
სტუდენტების სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯები იფარება პოლონური მხარის მიერ ევროკავშირის შესაბამისი გრანტით.