GE

Google-ის კონკურსში თავისუფალმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა!

14 აპრილი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის ინოვაციური პროექტი.
 
გუგლი ლენოვოსთან ერთად, ახალი პლანშეტის შემქნაზე მუშაობს, რომელსაც დამატებითი სენსორების ხარჯზე შესაძლებლობა ექნება უკეთ აღიქვას სამყარო მის გარშემო.
 
რამდენიმე თვის წინ, გუგლმა და ლენოვომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიწვიეს კომპანიები და სტუდიები რათა მათ შეექმნათ ყველაზე ინოვაციური აპლიკაციები პროექტ ტანგოს გამოყენებით. მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ ისეთი იდეები, რომლებიც ახალი პლანშეტის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებდა.
 
საუკეთესო იდეები შეირჩა App Incubator პროგრამისთვის, რომლებმაც გუგლისა და ლენოვოსგან მიიღეს მხარდაჭერა პროექტის განხორციელებისთვის. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი Augmented Reality სოცილური აპლიკაციის გაკეთებას გეგმავს. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეეძლება ვირტუალური კონტენტი განათავსოს რეალურ სამყაროში და გაუზიაროს მეგობრებს.

მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ რეალურ მაცივარზე მიკრული ვირტუალური შეტყობინება - "იყიდება ყველაფერი სინდისის გარდა", ან გარე კედლებზე გაკრული ვირტუალური მესიჯები "ცოდნა, შრომა, თავისუფლება", "ვწეროთ ქართულად", "სწავლა და ბრძოლა", ვირტუალური სურათები ოთახის კედლებზე, ვირტუალური გრაფიტი ქალაქის ქუჩებში, ვირტუალური გიდი მუზეუმებში და ბევრი სხვა რამ.

ამ ყველაფერს დღეს პლანშეტებით და ტელეფონებით გავაკეთებთ, ხვალ სათვალეებით, ზეგ უკვე ლინზებით.

ზღვარი ვირტუალურსა და რეალურ სამყაროს შორის ნელნელა ქრება.

 
ჩვენ, როგორც ყოველთვის პროგრესის არ გვეშინია.