GE

Google კამპუსს კიდევ ერთხელ ეწვია!

20 მაისი 2015

19 მაისს კამპუსს Google-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებიც შეხვდნენ როგორც თავისუფალი და აგრარული, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდნეტებს და მათ Google-ში დასაქმების შესაძლებლობებზე მასტერ-კლასი ჩაუტარეს.

სტუდენტებმა მიიღეს რჩევები გუგლის სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისგან, როგორ შეიქმნან წარმატებული კარიერა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში - როგორ გამოიყენონ უნივერსიტეტის გამოცდილება საუკეთესოდ, როგორ მოამზადონ CV, როგორ მიიღოთ პრაქტიკა გუგლში, როგორი ინჟინრები მუშაობენ კომპანიაში.

გუგლის ოფიციალური წარმომადგენლები კამპუსს პირველად 25 ოქტომბერს ესტურმნენ და პირველად ქართულ უნივერსიტეტში Google Room (გუგლის ოთახი) გახსნეს.