GE

GOOGLE კამპუსში!

24 სექტემბერი 2014

25 სექტემბერს კამპუსს GOOGLE-ის სპეციალისტები ეწვევიან და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის 25 სტუდენტს (რომელიც თავად გუგლმა აარჩია აპლიკაციის შევსების საფუძველზე) ჯერ მოსამზადებელ სემინარს, შემდეგ კი ტესტირებას ჩაუტარებენ.

გუგლის სპეციალისტების ვიზიტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევაა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით.

დახურულ სემინარამდე 420-ე აუდიტორიაში გუგლი სხვა სტუმრებისთვის და სხვა სტუდენტებისთვის 45-წუთიან გაცნობით ლექციას ჩაატარებს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.

ლექციის წინ სტუმრები კამპუსში გუგლისს ოთახს საზეიმოდ გახსნიან.