GE

Google-ს პროექტი Women Techmakers - კამპუსში

29 მარტი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა Women Techmakers-ს უმასპინძლა.

პროექტი Google-ის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელიც Google-ის დეველოპერების გუნდში შეიქმნა და Google X-ის ვიცე პრეზიდენტის, მეგან სმიტის ხელმძღვანელობით იმართება და ასევე Google-ს ორგანიზებით ყოველი წლის მარტში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა მასპნძლობს.

ღონისძიების მიზანია გაზარდოს IT სფეროში ქალების ჩართულობა, წაახალისოს ახალგაზრდები და დაეხმაროს მათ პროფესიულ ზრდაში. წარმატებული ქალი ინჟინრების, დიზაინერების, დეველოპერების გამოსვლებით ხაზი გაუსვას მათ მნიშვნელობას სფეროს განვითარებაში და ხელი შეუწყოს ქალ და მამაკაც დეველოპერებს შორის ინტეგრაციას, რესურსების გაზიარებას და თანამშრომლობას.

საქართველოში Women Techmakers თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის პარტნიორები კომპანია Google და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ Women Techmakers თბილისი ორიენტირებული იქნება ქალებსა და ქალ დეველოპერებზე, იგი არ გამორიცხავს მამაკაცების ჩართულობას. პირიქით, პროექტის მიზანია ქალების ჩართულობის ზრდა, მამაკაცების აქტიურობის დონის შენარჩუნების ფონზე.

სპიკერების ძირითადი თემები ტექნოლოგიურ საუბრები და სემინარები იყო, სადაც IT სფეროში ჩართულმა ქალებმა დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ჩატარდა CodeLabs - პრაქტიკული სახის აქტივობები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებმა მენტორის უშუალო დახმარებით რამდენიმე საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე შეისწავლეს.

Google-ს დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, საქართველო მსგავსი სახის კამპანიას უკვე ორი წელია უერთდება.