ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს
31 მაისი 2023
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის კურსდამთავრებული ანა რურუა ვენაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლობს საჯარო მმართველობის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ანას სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სრულად დაფინანსებულია უნივერსიტეტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
ანამ მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტში გამოცხადებულ გაცვლით პროგრამაში Open Society University Network (OSUN), სადაც New York Bard College-ში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ისწავლის შემოდგომის სემესტრში იქ. ანას ძირითადი ინტერესი განათლების სფეროა, სწორედ ამიტომ შეარჩია ეს კოლეჯი, სადაც დიდი აქცენტი საგანმანათლებლო პროცესის მართვაზეა.
ანა ასევე აირჩიეს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მილანის ბოკონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე, თუმცა საკუთარი ინტერესების შესაბამისად, არჩევანი New York Bard College-ზე შეაჩერა.
OSUN-ის დაფინანსებით, ანა აგრეთვე მიიღებს მონაწილეობას ბუდაპეშტის საზაფხულო პროგრამაშიც, რაც მოიცავს განათლების პოლიტიკის განხორციელებას.
ამასთან, ანა ჩართული იქნება, როგორც ასისტენტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის Global Corruption Observatory-ის კორუფციის კვლევის პროექტში, რომელიც ითვალისწინებს, როგორც თვისობრივ კვლევას, ასევე მონაცემთა ანალიზს. კვლევა, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საქართველოსაც მოიცავს. პროექტში მონაწილეობა ანასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მომავალში სწორედ მისი საშუალებით გეგმავს უმაღლეს განათლებაში ეფექტური ასპექტების კვლევას და ისეთი პროგრამების იდენტიფიცირება/დანერგვას, რომლებიც უნივერსიტეტიდან შრომით ბაზარზე გადასვლას მარტივს და, ამავდროულად, ქმედითს ხდის.