GE

ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს

07 ივნისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ირაკლი მაჭარაშვილი ფულბარიტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. იგი სწავლას University of Missouri-ში განათლებაში მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

ასევე, ირაკლი მიიღო University of Maryland-მა და Erasmus University Rotterdam-მა. თუმცა მან University of Missouri-ში სწავლის გაგრძელება არჩია.

ირაკლი მაჭარაშვილი: "მჯერა, მომავლის განათლების ჩამოყალიბებაში მონაცემთა მეცნიერება, სტატისტიკა და ხელოვნური ინტელექტი უდიდეს როლს ითამაშებს, უკეთესობისკენ შეცვლის სწავლების მეთოდოლოგიებს და გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს. ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება, რომლის საფუძვლებსაც თავისუფალ უნივერსიტეტში გავეცანი. თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ დავინტერესდი განათლებით და კარიერა დავუკავშირე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში მომუშავე კომპანიებს, სწავლის გაგრძელების პარალელურად. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა ლექტორის და რეკომენდატორის, რომელიც ამ გზაზე ბევრჯერ დამეხმარა."

GOV Ირაკლი Მაჭარაშვილი