მეგი ქარცივაძემ ფულბრაითის მკვლევართა სტიპენდია მოიპოვა
13 ივნისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და ამჟამად უკვე მოწვეულმა ლექტორმა, მეგი ქარცივაძემ ფულბრაითის მკვლევართა სტიპენდია მოიპოვა Harvard University-ს დეივისის ცენტრში კვლევითი ვიზიტისთვის. სტიპენდია სრულად დაფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგის ვიზიტისა და ცხოვრების ხარჯებს.
კვლევითი ვიზიტის ფარგლებში, Harvard University-ში დაცულ საბჭოთა და რუსულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მეგი გააგრძელებს საკუთარ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას, რომელსაც ამჟამად წერს University of Oxford-ში. მისი კვლევითი პროექტის სათაურია „სტალინის კულტი ქართულ ფერებში: სტალინური ისტორიის სახელმძღავნელოები, პრესა, მასკულტურა და ქართული სტალინიზმის წარმოშობა“.
აგრეთვე, მეგი გეგმავს, რომ ჰარვარდის უნიევრისტეტში 4-თვიანი ვიზიტის ფარგლებში, დეივისის ცენტრის აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით, მოამზადოს საბჭოთა ისტორიისა და საარქივო კვლევის შესახებ ახალი საგნის სილაბუსი, რომლის სწავლებაც იგეგმება თავისუფალ უნივერსიტეტში მეგის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
მსგავსი სიახლეები
31 მაისი 2023
ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს
14 აპრილი 2023
ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს
07 ივნისი 2023
ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს
10 აპრილი 2023
თათა ჯაღიაშვილი The New School-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას
23 ივნისი 2023