კახა ბენდუქიძის კამპუსში კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონია ჩატარდა
18 იანვარი 2022
კახა ბენდუქიძის კამპუსში კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონია ჩატარდა.
კურსდამთავრებულებს მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პრორექტორმა და დეკანებმა. სპეციალური მიმართვის ავტორად მოწვეული იყო რეჟისორი ლევან წულაძე.
დიპლომები გადაეცათ ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის, კომპიუტერული ინჟინერიის, ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის, ფიზიკის და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლების კურსდამთავრებულებს.