GE

გრაფიკული დიზაინის კონკურსი - 2017

02 მარტი 2016

 

აბიტურიენტებო, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა აცხადებს გრაფიკული დიზაინის კონკურსს.

 

დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა კონკურსში.

 

კონკურსის ყველა მონაწილეს მიეცემა ლათინური ანბანის რომელიმე სიმბოლო სამ განსხვავებულ ფონტში.

 

აბიტურიენტებმა ამ მოცემულობის საფუძველზე საკუთარი ინტერპრეტაციით უნდა შექმნან შესაბამისი ქართული სიმბოლოს სამი ვერსია ფანქარში, ჩანახატის სახით. ამ ესკიზში მათ ლათინური მოცემულობის ვიზუალური დეტალები უნდა გამოიყენონ და ლათინურო ფონტის ქართული ანალოგი შემოგვთავაზონ.

 

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  • რამდენად უპასუხებს მათი ნამუშევარი მოცემულ მოთხოვნას; 
  • მათი ინტერპრეტაციის ინოვატორულობა;
  • თავისი იდეის და ჩანახატის პრეზენტაცია.

 

სასურველია, კონკურსანტებმა გააკეთონ რამდენიმე ჩანახატი საბოლოო კონცეფციის ჩამოყალიბებამდე, რათა შესაძლებელი იყოს იდეის განვითარების პროცესის დემონსტრირება.

 

კონკურსანტებს შეაფასებენ პროფესიონალი გრაფიკოს-დიზაინერები.

 

კონკურსში გამარჯვებულ აბიტურიენტებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში სწავლას დაიფინანსებენ 8 სემესტრის განმავლობაში.

 

I ადგილი - 1600 ლარი

II ადგილი - 1200 ლარი

III ადგილი  - 800 ლარი

 

კონკურსი ჩატარდება შაბათს, 28 იანვარს, 12 საათზე თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დიდ სახელოსნოში.

 

კონკურსისთვის საჭირო მასალებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.

 

დარეგისტრირდით აქ 27 იანვრამდე.