GE

გუგა მიქაბერიძე საწვლას აშშ-ში გააგრძელებს

03 აპრილი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული გუგა მიქაბერიძე სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.

გუგას ოფიციალური წერილი ამ ეტაპზე სამი უნივერსიტეტიდან მიუვიდა:

კალიფორნიის უნივერსიტეტი - დევისი
როჩესტერის უნივერსიტეტი
ასევე, მოსალოდნელია ნიუ იორკის უნივერსიტეტი

გუგას საშუალება აქვს აირჩიოს ერთ-ერთი უნივერსიტეტი, სადაც სწავლას გააგრძელებს ფიზიკის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.

არჩეული უნივერსიტეტი გუგას სწავლას, კვლევასა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯებს სრულად დაუფინანსებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო.

გუგამ ჯერ თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა დაამთავრა, შემდეგ ხელახლა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში ჩაირიცხა, რომელიც 2015 წელს დაამთავრა.