გუგა მიქაბერიძის სემინარი ფიზიკის სკოლის სტუდენტებისთვის
27 დეკემბერი 2014
რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა კვლევა, რომელიც საქართველოსა და შვეიცარიაში ჩატარდა.
კვლევის მიზანი იყო შეესწავლა ერთ-ერთი ტიპის მაღალტემპერატურული ზეგამტარის მიღების ახალი მეთოდი.
არსებობს ნივთიერებები, ზეგამტარები, რომლებიც საკმარისად გაცივების შემთხვევაში დენს დანაკარგების გარეშე ატარებს.
კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი მეთოდი ძველთან შედარებით უკეთესია: არის ბევრად სწრაფი, თუმცა, პროდუქტის ხარისხი არ უარესდება.
კვლევის ავტორი იყო ფრაიბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჯარჯი ხმალაძე.
პრეზენტაცია წარმოადგინა ფიზიკის სკოლის სტუდენტმა გუგა მიქაბერიძემ.
სემინარზე წარმოდგენილი იყო კვლევის მეთოდები და შედეგები.