GE

გურამ ქართველიშვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

07 აპრილი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული გურამ ქართველიშვილი ზაფხულში სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამით აშშ-ში გაემგზავრება.

გურამი სწავლას პენსილვანიის უნივერსიტში (UPEN) გააგრძელებს.

პენსილვანიის უნივერსიტი (UPEN) მას სწავლას, კვლევასა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯებს სრულად დაუფინანსებს.

გურამს შესთავაზეს რომ სწავლის დაწყებამდე, ზაფხულშივე ჩავიდეს აშშ-ში და ჩაერთოს სამეცნიერო მოღვაწეობაში, როგორც პროფესორის ასისტენტი.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო.

გურამის ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.