GE

hackTBILISI იწყება

18 დეკემბერი 2014

უნიჰაკი და თავისუფალი უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ საერთაშორისო ჰაკათონს - "hackTBILISI".

სამდღიან მარათონს 19-20-21 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი მასპინძლობს.

ჰაკათონი ერთგვარი ჩემპიონატია, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ინჟინრები (როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად) ეჯიბრებიან ერთმანეთს საკუთარი იდეების განხორციელებასა და პროგრამული პროდუქტების შექმნაში.

მსგავსი სიდიდის სტუდენტური ჰაკათონი ევროპის კონტინენტზე პირველია. მასში მონაწილეობას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან ასობით კონკურსანტი მიიღებს.

ორგანიზატორების მიზანია საქართველო აქციოს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ცეტნრად კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

hackTBILISI ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი დიდი ნაბიჯია. 

ჰაკათონის პარალელურად ასევე გაიმართება მოწვეული სპიკერების პრეზენტაციები და tech talk-ები, რომლებზე დასწრებაც ჰაკათონის მონაწილეების გარდა, სტუმრის სტატუსით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

"hackTBILISI" 19 დეკემბერს 19:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიხსნება.