GE

იაგო ხვიჩია

19 სექტემბერი 2014

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის პროცესი

აკადემიური საქმიანობა: იაგო ხვიჩია არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი ადმინისტრაციულ სამართალში. ასევე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადმინისტრაციული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი.

განათლება: 2004 წელს იაგო ხვიჩიას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას წარმატებით აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება: იაგო ხვიჩიას აქვს იურისტად მუშაობის გამოცდილება კერძო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საჯარო სამსახურში. იაგო არის იურიდიული კომპანია ,,Tbilisi Legal Consulting"-ის დამფუძნებელი და ადვოკატი, იგი იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ლიცენზიებისა და ნებართვების დანერგვის პროექტის იურისტი. მოგვიანებით იაგო ხვიჩია მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის, განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის იურისტად. იაგო ხვიჩია ასევე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდგომ კი იურიდიული სამსახურის უფროსი.