GE

იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი ჩატარდა თავისუფალ უნივერსიტეტში

26 დეკემბერი 2023

16 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი იაპონური ენის შემსწავლელი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.

კონკურსის შედეგად, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის იაპონური მიმართულების სტუდენტებმა ეთუნა ცხვირაშვილმა და ნინო ძინძიბაძემ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

26 12 2 26 12 3 26 12 1