GE

იაპონური ჩაის ცერემონია

15 ივნისი 2017

საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმათულების ორგანიზებით გაიმართა იაპონური ჩაის ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა საქარველოში იაპონიის ელჩის მეუღლე, ჰარუე კაიტანი. ჩაის ცერემონია მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრება ძენ ბუდიზმს და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას იაპონელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მდიდარი ისტორიიდან გამომდინარე, არსებობს ჩაის უამრავი სკოლა და მომზადების ფორმა. ჰარუე კაიტანიმ, რომელიც ურასენკეს სკოლის წარმომადგენელია, სტუდენტებს გააცნო მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გაჩენილი ჩაის მომზადების ტექნიკა. ის წინა საუკუნეების ცერემონიებისგან განსხვავდება იმით, რომ ცერემონიაში გამოიყენება სკამი და მაგიდა, რაც ამ ეპოქამდე არ გვხვდება. ჩაის ცერემონიის ამ ფორმის გაჩენა უკავშირდება იაპონიაში ევროპული კულტურული გავლენის გაძლიერებას.