GE

იაპონური ენის მეექვსე საერთაშორისო სემინარი

12 ნოემბერი 2018

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონურმა მიმართულებამ იაპონური ენის რიგით მეექვსე საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა, რომელიც მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში იაპონური ენის სწავლებისა და იაპონისტიკის საკითხებს. სემინარში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და იაპონიის წარმომადგენლებმა. მათ განიხილეს თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობები და ეფექტები. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა დისტანციური ჩართვა-ვორკშოფი იაპონელ პროფესორთან.