GE

იაპონური ენის მეოთხე სამხრეთკავკასიური სემინარი კამპუსში

02 დეკემბერი 2015

28–29 ნოემბერს იაპონიის ფონდის მხარდაჭერით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა იაპონური ენის მეოთხე სამხრეთკავკასიური სემინარი. სემინარი ატარებს ყოველწლიურ ხასიათს. 2011 წელს სემინარი პირველად ჩატარდა ბაქოში. წელს სემინარში მონაწილეობა მიიღეს იაპონიის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს იაპონური ენის, ისტორიისა და რელიგიის სპეციალისტებმა.

სემინარი არის ერთადერთი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის იაპონიათმცოდნეებს შეუძლიათ შეხვედრა, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რაც უკავშირდება ყველა მონაწილის პროფესიული დონის ამაღლებას და აკადემიურ განვითარებას.

ეს ფორმატი შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნები აღარ ყოფილიყვნენ მიბმული დესეთე–ს სივრცეს და დამოუკიდებლად ჰქონოდათ საშუალება დაემყარებინათ პირდაპირი კონტაქტი იაპონიის და რეგიონის სამეცნიერო–პედაგოგიურ წრეებთან.

პროექტის განხორციელებაში თავისუფალ უნივერსიტეტს დიდი დახმარება გაუწია იაპონიის ფონდმა.