GE

იაპონური ენის საერთაშორისო კონკურსი

17 ივლისი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნვერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების ორგანიზებით და იაპონიის ფონდისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა იაპონური ენის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი.

კონკურსის მონაწილეები იყვნენ იაპონური ენის შემსწავლელი სტუდენტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, ბელორუსიდან და სომხეთიდან.