GE

იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდა (JLPT) კამპუსში

05 აგვისტო 2019

2019 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონური მიმართულება ორგანიზებას გაუწევს, რიგით მესამე, იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდის (JLPT) ჩატარებას. სააპლიკაციო ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის ელექტრონული ვერსიების მისაღებად გთხოვთ ჩამოტვირთოთ თანდართული დოკუმენტი #1 და დოკუმენტი #2.
საბუთების ჩაბარება შესაძლებელი იქნება, თავისუფალ უნივერსიტეტში, 19 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე (ბოლო ვადა) პერიოდში.
გამოცდის საფასური: 3-5 დონე - 25 ლარი; 1-2 (უმაღლესი დონეები) დონე 35 ლარი. გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული გადარიცხვის ფორმით. გთხოვთ, შესაბამისი თანხა გადმორიცხოთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე და საგამოცდო განაცხადთან ერთად წარმოადგინოთ გადახდის ქვითარი.
ანგარიშის ნომერი:GE41BG0000000608842300
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: k.tsereteli@freeuni.edu.ge.