GE

იაპონური იუმორისტული წარმოდგენა რაკუგო

23 მარტი 2019

27 მარტს 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება იაპონური იუმორისტული წარმოდგენა რაკუგო.
 
რაკუგო ტრადიციული იაპონური წარმოდგენის სახეობაა, რომელიც გასულ საუკუნეებში იაპონური თეატრი "ნოს" აქტებშორისი შესვენების დროს იმართებოდა თეატრის მაყურებლის გასართობად. რაკუგო წარმოადგენს ერთგვარ იაპონურ stand-up-ს, სადაც მთხრობელი მჯდომარე ჰყვება მხიარულ, მახვილგონივრულ ისტორიას. ამ სახის წარმოდგენა საქართველოში პირველად გაიმართება პროფესიონალი იაპონელი შემსრულებლების მონაწილეობით. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს 4 გამომსვლელი.

წარმოდგენა წარიმართება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.