GE

იაპონური კულტურის ფესტივალი კამპუსში

28 ოქტომბერი 2015

29 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კამპუსის კულტურის ცენტრში ჩატარდება იაპონური კულტურის ფესტივალი. 

ფესტივალის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები გამართავენ თეტრალურ და მუსიკალურ წარმოდგენას იაპონურ ენაზე, საღამოს მეორე ნაწილში საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ სპეციალურად იაპონიიდან მოწვეული ხელოვანები შეასრულებენ ტრადიციულ იაპონურ ცეკვებს და მისიკალურ ნომრებს. ფესტივალის დასკვნით ნაწილში გაიმართება უნივერსიტეტის მიერ გამოცემული პირველი იაპონურ–ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია და გაყიდვა.
 
იხილეთ ფბ ივენთი.
 
დასწრება თავისუფალია.