GE

იაპონური კულტურის ფესტივალი

05 ნოემბერი 2015

29 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში ჩატარდა იაპონური კულტურის ფესტივალი.

ფესტივალის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს თეტრალური და მუსიკალური წარმოდგენა იაპონურ ენაზე. საღამოს მეორე ნაწილში საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ სპეციალურად იაპონიიდან მოწვეულმა ხელოვანებმა შეასრულეს ტრადიციული იაპონური ცეკვები და მუსიკალური ნომრები. ფესტივალის დასკვნით ნაწილში ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ გამოცემული პირველი იაპონურ–ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია და გაყიდვა.