GE

იბრაჰიმ ჰასანბეგი სტუმრად კამპუსში

04 ნოემბერი 2015

4 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია თანამედროვე ირანელი მწერალი იბრაჰიმ ჰასანბეგი.

მწერლის ვიზიტი მისივე მოთხრობების კრებულის ქართულ ენაზე გამოცემას უკავშირდება, რომელიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობამ დაბეჭდა, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით.

წიგნში შესულია თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტების სოფიო შარიქაძის, ნინო მოდებაძის და ნიკო ქელბაქიანის მიერ თარგმნილი მოთხრობები.

რედაქტორი: პროფ. ელეონორა ჩუბინიძე.

ილუსტრაციები შეასრულა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ვაჟა ნადირაშვილმა.