GE

იბრაჰიმ ჰასანბეგის მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია

28 ოქტომბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება გიწვევთ თანამედროვე ირანელი მწერლის იბრაჰიმ ჰასანბეგის მოთხრობების კრებულის პრეზენტაციაზე.

წიგნში შესულია თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტების სოფიო შარიქაძის, ნინო მოდებაძის და ნიკო ქელბაქიანის მიერ თარგმნილი მოთხრობები.

ედაქტორი: პროფ. ელეონორა ჩუბინიძე.

ილუსტრაციები შეასრულა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ვაჟა ნადირაშვილმა.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

3 ნოემბერი, 17:00 საათი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,
საგამოფენო დარბაზი
მის.: თბილისი, გუდიაშვილის ქუჩა №7.